ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:22
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მარტი » 27

    გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი შეხვდნენ ერთმანეთს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "რეალში" გადასვლა შესთავაზა, გამოეხმაურა ადრიანო გალიანი და განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ანჩელოტი "მილანში" დარჩება.

    "მილანის" ვიცე პრეზიდენტის თქმით თითქმის გადაწყვეტილია, რომ ანჩელოტი კლუბს არ დატოვებს. "მე ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი ახლო მეგობარია და არამგონია მას ჩემს გარეშე რამე ფარული გარიგება ქონდეს. ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება, დაამთავრა გალიანიმ". შეგახსენებთ, რომ ანჩელოტს "მილანთან" კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება.

    ნანახია: 1297 | დაამატა: nikaROni | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (2)

    საქმე იტალიური მოქალაქეობის მინიჭებისა ამაურისათვის საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს . თუმცა ლაპარაკი მის გარშემო ისევ და ისევ აქტიურად მიმდინარეობს , ამ მომენტისთვისაც კი გაურკვეველია თუ რომელ ნაკრებში ითამაშებს ბრაზილიელი ფესვების მქონე ბიანკონერის ფორვარდი .

    ნანახია: 1013 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    არამგონია პერესს ჩემს ზურგს უკან დაეწყო მოლაპარაკებებიროგორც იცით ამ ბოლო დროს გახშირდა საუბარი, ანჩელოტის რეალში შესაძლო გადასვლაზე და ისიც კი დაიწერა რომ თითქოსდა ანჩელოტიმ და პერესმა ერთად ისაუზმეს და მისი ბერნაბეუზე გადასვლა განიხილეს.
    "დარწმუნებული ვარ 99.99%-ით, რომ ანჩელოტი დარჩება მილანში. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პერესთან და არამგონია მას ჩემს ზურგს უკან დაეწყო მოლაპარაკებები. ჩვენ გვაკმაყოფილებს ანჩელოტის მუშაობა და ვფიქრობ რომ ის დარჩება მილანში მომავალშიც. ბევრი სხვა კლუბიც არის მაგრამ პერესმა მხოლოდ ანჩელოტს დაადგა თვალი და ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ ის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტია." განაცხადა გალიანიმ.

    ნანახია: 1091 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    კაკა გადაწყდამილანის და ბრაზილიელთა შემეტევი ნახევარმცველი კაკა, ეკვადორთან და ლეჩესთან თამაშსაც გამოტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კაკამ აცნობა და იმედი გამოთქვა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ რათა ის მალე გამოჯამრთლდეს. ძალიან გულ დაწყვეტილია ამით ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი დუნგა მან განაცხადა რომ დიდი იმედი ქონდა კაკასი და მისი ტრავმა ძალიან ეწყინა.

    ნანახია: 1073 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    კალაძეს ლამბორჯინი ავარიაში მოყვაამა წლის 20 მარტს კახა კალაძის ლამბორჯინით კალაძეს უკრაინელი მეგობარი ავარიაში მოყვა, საბედნიეროდ არავინაა დაშავებული, კახას თქმით ანდრეი მისი მეგობარია და მან თვითონ ათხოვა მანქანა, მისთვის მთავარია, რომ ყველა ცოცხალია დანარჩენს კი ეშველება.
    "ძალიან მიყვარს კარგი ავტომობილების ტარება და გასვლაზე ყოველთვის მიმაქვს ჩემი ავტომობილი. ამ თვეში მე ვიყავი კიევში და ჩემი ლამბორჯინიც, როგორც ყოველთვის თან მყავდა. ჩემმა ახლო მეგობარმა ანდრეიმ მთხოვა მეთხოვა მისთვის, მანქანა. მე ვუთხარი, რომ რა შეკითხვაა, რათქმაუნდა აიღე იკატავეო! 20 - მარტს დამირეკა ანდრეიმ და მითხრა, რომ მოუვიდა ავარია. შეიძლება ვერ გათვალა სიჩქარე, მანქანა ხომ სპორტული იყო. გაბრაზებილი არ ვარ, მთავარია ხახლი ცოცხალია, ხოლო დანარჩენს ეშ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1309 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    გალიანი კაკაზე საუბრობს ადროანო გალიანიმ შემდეგი განაცხადა რიკარდო კაკას ტრავმაზე:"ბრაზილიის ნაკრებში ყოფნის დროს კაკას ჰქონდა მცირე ტკივილები, მაგრამ არანაირი მოტეხილობა არ არის. ჩვენ ველაპარაკეთ მას და იგი თავს უკეტესად გრძნობს. ჩვენ იმედი გვაქვს იგი შეძლებს მისი ეროვნული ნაკრების დახმარებას და შემდეგ მისი გუნდის. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პროფესორ რანკოსთან(ბრაზილიის ნაკრების ექიმი), ისინი არიან ძალიან კონკურენტუნარიანი და სანდო, დარწმუნებულები ვართ, რომ თუ კაკა ითამაშებს არანაირი რისკი არ იქნება."

    ნანახია: 1065 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    ან ითამაშებ ან წახვალ სან სიროდან!როგორც იცით ამ სეზონის ყველაზე ხმაურიანი ტრამსფერი როსონერის იყო ბარსადან რონალდინიოს გადმოყვანა. როგორც იტყობინება “Virgilio Sport” კლუბს პრეტენზიები აქვს ფეხბურთელთან. ფეხბურთელმა როგორც იცით თებერვალიდან მარტამდე ძალიან ბევრი თამაში გამოტოვა და ამის მიზეზად ტრამვას ასახელებდნენ. მოცემული წყარო იუწყება, რომ რონალდინიო თამაშებში მონაწილეობას ვერ ღებულობდა არა იმიტომ რომ ტრამვირებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ის დასაჯა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვარჯიშებზე უყურადღებობის და სიზარმაცის გამო.
    შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ანჩელოტმა კომენტარი გააკეთა რონალდინიოზე და განაცხადა - "ჩემპიონი ბოლომდე ჩემპიონად უნდა დარჩეს, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არაა."
    ასევე შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ფეხ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1059 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    მილანს მაკდონალდი მოუნდა 21 წლის ფეხბურთელი მაკდონალდ მარიგა დღესდღეობით სერია ბ-ში პარმაში გამოდის და ძალიან კარგადაც ასპარეზობს. მარიგას აგენტმა მარკო დე მარკიმ გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს განუცხადა, რომ ისეთი გუნდები როგორიცაა რეალი და მილანი დიდი ხანია მაკდონალდს აკვირდებიან. ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ იგი დაინტერესებულია მარიგით და არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში იგი მილანში გადმოვიდეს. სავარაუდოა, რომ მილანი პარმას 5 მლნ. ევროს შესთავაზებს.

    ნანახია: 1127 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    გალიანი:"ანჩელოტი არსად არ მიდის"
    გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი შეხვდნენ ერთმანეთს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "რეალში" გადასვლა შესთავაზა, გამოეხმაურა ადრიანო გალიანი და განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ანჩელოტი "მილანში" დარჩება.
    ნანახია: 1139 | დაამატა: milan | თარიღი: 27.03.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz