ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:57
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მარტი » 25
    ნაპოლი დაინტერესებულია მარკო ბორიელოთი ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა რომ მისი კლუბი დაინტერესბულია მილანის თავდამსხმელით - მარკო ბორიელოთი, თუმცა ისიც აღნიშნა რომ ზაფხულამდე რაიმე ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია. დონადონი ნეაპოლური კლუბის მწვრთნელად ორი კვირაა დაინიშნა და მან უკვე დაიწყო სიის შედგენა და ამ სიაში უკვე მოხვდა შავ-წითელთა თავდამსხმელი. მიუხედავად იმისა, რომ ბორიელო ამჟამად ტრავმირებულია დიდი შანსია ზაფხულში მან დატოვოს კლუბი. მილანში მას ერთგვარი უიღბლობა დასდევს. ხან ტრავმა, ხან სათადარიგოზე ყოფნა. ალბათ გახსოვთ როცა ერთი წლის წინ ის ჯენოაში თამაშობდა სერია ა-ში ბომბარდირთა სამეულში შევიდა 19 გატანილი გოლით. წელს კი მილანის მაისურით სულ რაღაც ორი გოლი გაიტანა და ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.

    ნანახია: 1091 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (1)

    ფლირტი კანუტესა და მილანს შორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანი დაინტერსებულია სევილიელი თავდამსხმელით - ფრედერიკ კანუტეთი. 31 წლის ფეხბურთელს სევილიასთან კონტრაქტი 2010 წლამდე აქვს, თუმცა . . . "ჩემი ამბიცია ყოველთვის იყო მეთამაშა მსოფლიო დონის გრანდში და ეს ბრწყინვალე გრძნობა როცა შენით მილანია დაინტერესებული. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სევილია ფანტასტიკური კლუბია, თუმცა არ იცი ცხოვრება რას მოგიმზადებს. მილანში თამაშობს ბრწყინვალე ფეხბურთელები. ყველაფრის მიუხედავად უნდა დაველოდოთ სანამ დამთავრდება სეზონი" - განუცხადა მალელმა ფეხბურთელმა channel4-ს.

    ნანახია: 1157 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (0)

    მილანს ჰყავს იმედისმომცემი ახალგაზრდობა Corierre dello Sport–თან ინტერვიუში ანჩელოტი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებსაც შეეხო: "პატო მილანში მოსვლის დღიდანვე ამტკიცებს, რომ ირგვლივ ბევრს სჯობია. მათ შორისაა ბალოტელიც. იგი არა თუ გაუთანაბრდება, არამედ ახლოსაც ვერ მივა პატოსთან". ამასთან მილანის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მილანს ჰყავს იმედის მომცემი ახალგაზრდობა, რომლებიც ერთ დღეს მილანს დაეხმარებიან დიდი გამარჯვებების მოპოვებაში. ანჩელოტის განცხადება (ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ, უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მილანს ჰყავს განათხოვრებული ისეთი ახალგაზრდები როგორებიც არიან: პალოსკი, დი ჯენარო, აბატე და სხვები. მათ რიცხვს შეიძლება მილანელებიც მიემატნონ –მატიონი, სილვა, ვიუდესი, კარდაჩო, დარმიანი და სხვები.

    ნანახია: 1081 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (0)

    მილანი ოაროთი დაინტერესდა მილანი განაგრძობს ფრანგების დაკვირვებას. როგორც Milannews.it იუწყება, როსონერი დაინტერესებულია პსჟ-ს ფორვარდით, გილიომ ოაროთი. ეს თავდამსხმელი ნამდვილად კარგ ფორმაშია. მან ამ სეზონში 28 მატჩში უკვე 15 გოლის გატანა შეძლო, ასევე მიიღო მოწვევა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ მილანი ეძებს "გაბარიტულ" ფორვარდს, რათა შეუწყვილდეს პატოს. ფრანგის უპირატესობა სხვა ვარსკვლავურ თავდამსხმელებთან შედარებით ის არის, რომ იგი ახალგაზრდაა და შედარებით ნაკლებიც ეღირება.

    ნანახია: 1077 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (0)

    "World Football Challenge"ყოველ წლიური კომერციული საფეხბურთო ტურნირი "World Football Challenge" აშშ-ში გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპული გრანდები მიიღებენ: "მილანი", "ინტერი" და "ჩელსი". როგორც იუწყება "AP" ამ ტურნირში მონაწილეობას ამ გრანდების გარდა კიდევ ადგილობრვი "Club America"-ც მიიღებს. ტურნირის შეხვედრების გარდა ჩელსი გეგმავს ამხანაგურ მატჩს ამერიკულ "სიეტლთან", ხოლო იტალიური "მილანი" მისი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის საიჯარო შეთანხმების პირობის თანახმად "ლოს ანჯელეს გალაქსის"-სთან.

    ნანახია: 1075 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (0)

    ანჩელოტიმ პერესთან ერთად ისადილა როგორც tuttosporti იუწყება წინა კვირაში ჯენოვაში რესტორან Floortwo Grill–ში ერთად იასუზმეს ანჩელოტიმ და პერესმა, გაზეთი აქვე ამბობს, რომ პერესმა შესთავაზა რეალის თავკაცობა მილანის ახლანდელ მწვრთნელს მომოვალ სამ სეზონში (15 მილიონი ევრო თითო სეზონში.). როგორც ამბობენ, პერესს 300 მილიონი აქვს მომზადებული ტრანსფერებისთვის და ვარსკვლავების სიაც შედგენილი აქვს (კ.რონალდო, ჟერარდი, ბენზემა და კაკა ჰყავს სამიზნეში), მათ მწვრთნელად კი კარლო უნდა. ის ფიქრობს, რომ მისი თავკაცობით რეალი შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას და სჯერა, რომ თუ კარლო წავა რეალში, კაკაც გაყვება.
    P.S ჯერ პრეზიდენტის არჩევნები მოიგოს და მერე ილაპარაკოს სჯობია და ამ ინფორმაციის სიზუ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1118 | დაამატა: milan | თარიღი: 25.03.2009 | კომენტარი (1)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz