ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:41
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მარტი » 24
    დევიდ ბექემისა და რიკარდო კაკას სურათებიგთავაზობთ მილანის ფეხბურთელების ინგლისელი დევიდ ბექემისა და ბრაზილიელი რიკარდო კაკას სურათებს. გადმოწერეთ, იმედია მოგეწონებათ. (არქივშია კაკას 24 და ბექემის 21 ფოტო)

    ნანახია: 1210 | დაამატა: milan | თარიღი: 24.03.2009 | კომენტარი (0)

    ნაპოლის ფანები გალიანს თავს დაესხნენროგორც იცით გუშინ შეხვედრა ნაპოლსა და მილანს შორის ფრედ დასრულდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა მსაჯს, რომ ნაპოლის მიერ წესების დაცვით გატანილი გოლი ჩაეთვალა. ამაზე გაბრაზებულმა ფანებმა კი თავსს გალიანს დაესხნენ.
    მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გუშინ, თამაშის დასრულების შემდეგ ჩაჯდა ავტომობილში და აეროპორტისაკენ გაემგზავრა. აეროპორტისკენ მიმავალი გზა ფანებმა გადაკეტეს და გალიანის ავტომობილს ქვები დაუშინეს, საბედნიეროდ გალიანის აცილებდნენ პოლიციის მანქანებით და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, უფრო მეტიც გალიანის დროზე მიუსწრო მის რეისს და თამაშის ანალიზის გაკეთებაც მოასწრო.
    ასევე გუშინ თამაშის მსვლელობისას, როცა მსაჯმა ნაპოლს წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალ, გაბ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1099 | დაამატა: milan | თარიღი: 24.03.2009 | კომენტარი (0)

    ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიგთავაზობთ მილანის იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებიც არიან გამოძახებულნი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჩასატარებელ თამაშებში.
    იტალია: ძამბროტა, პირლო.
    ბრაზილია: კაკა, რონალდინიო, პატო და სილვა.
    ინგლისი: ბექჰემი.
    ჩეხეთი: იანკულოვსკი.
    უკრაინა: შევჩენკო.
    შვეიცარია: სენდეროსი.

    ნანახია: 1049 | დაამატა: milan | თარიღი: 24.03.2009 | კომენტარი (0)

    ნაპოლი ბოდიშს უხდის გალიანს მომხდარისათვისროგორც იცით მილანის ვიცე პრეზიდენტს ადრიანო გალიანს ნაპოლის 50-მდე გულშემატკივარი დაესხა თავს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტინი ბოდიშს უხდის გალიანს მისი კლუბის გულშემატკივრების სახელით.
    "ეს იყო უკულტურო საქციელი, რაზეც მე ძალიან ვწუხვარ. მე პატიება მოვითხოვე ბატონი გალიანისაგან, ეს არ უნდა აისახოს ნაპოლზე, ვიღაც 50 ადამიანის გამო."
    თვითონ გალიანიმ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:
    "ეს იყო ყველაზე საშინელი 15 წუთი ჩემს ცხოვრებაში, მანქანის მინა რომ გამტყდარიყო, უბედურებას ვერ ავიცილებდით, მაგრამ არ ღირს ცუთ საგნებზე ყურადღების გამახვილება. მე უკვე დავივიწყე ეს ყველაფერი."

    ნანახია: 1097 | დაამატა: milan | თარიღი: 24.03.2009 | კომენტარი (0)

    მაურინიო თავისას არ იშლისინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო თავისსას არ იშლია და უკვე სხვა ხერხით ცდილობს მის კოლეგებზე შეურაწყოფის მიყენებას.
    "როცა მე ვსაუბრობდი მწვრთნელებზე, რომლებიც თავდაჯერებულები არ არიან, მე შემდეგ რამეს ვგულისხმობდი: მე თავად ვაწყობ შემადგებლობას რომელიც გავა მოედანზე, რასაც სხვა მწვრთნელები ვერ ბედავენ. თუ ვინმე მე დამიწყებს ბრძანებლობას თუ რა ვუყო ჩემს გუნდს, მეორე დღესვე ჩემი კაბინეტი გათავისუფლდება, ხოლო ჩემოდანი ჩალაგებული მექნება." განაცხადა მაურინიომ.

    ნანახია: 1159 | დაამატა: milan | თარიღი: 24.03.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz