პარასკევი, 29.03.2024, 10:57
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მარტი » 16
    ნანახია: 1125 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

    სიენა 1:5 მილანი (ინძაგის მე-300 გოლი)















    პირველივე წუთებიდან მილანმა შეუტია სიენას და უკვე მე-7 წუთზე დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აღსანიშნაია, რომ ეს გოლი, რომელიც პირლომ გაიტანა მისთვის პირველია სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში. ამ გოლიდან მალე ფავალი სათამაშო ეპიზოდში დაეჯახა აბიატის, როგორც აღმოჩნდა კრისტიანმა მიიღო ტრავმა და მის მაგივრად შემოვიდა ნელსონ დიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდას პირველი მატჩის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ (მე-3 წუთზე) პიპი ინძაგიმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი (ორ მატჩში 4 გოლი). ამჯერად პიპომ გოლი ბექჰემის პასით გაიტანა. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა ანჩელოტიმ მოედანზე შემოი ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1029 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

    დიდას შანსი მიეცაროგორც იცით მილანის მეკარემ აბიატიმ თამაშის მე-10 წუთზე ფავალისთან შეჯახების შემდეგ ტრამვა მიიღო და ის დიდამ შეცვალა. როგორც იტყობინება Il Corriere dello Sport აბიატიმ მარჯვენა მუხლი დაიზიანა და შესაძლოა სეზონის ბოლომდე დაემშვიდობოს ფეხბურთს, ამ შემთხვევაში კი ბრაზილიელი დიდა გახდება პირველი მეკარე და შესაძლებლობაც მიეცემა, რომ დაამტკიცოს პირველობა. უახლოეს დღეებში ის ჩაიტარებს შემოწმებას და ყველაფერი დაზუსტებით მაშინ გაირკვევა, მაგრამ უახლოეს თამაშს რო სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიწყებს ამის ძალიან დიდი შანსია.

    ნანახია: 1041 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

    ანჩელოტის მატჩისშემდგომი კომენტარი"როგორც წინა თამაშში ატალანტასთან, მოწინაამღდეგემ დიდი ძალებით შეგვიტია, მაგრამ ყველაფერი უკუღმა წაუვიდათ. ეს სიენას რაღაც დროით გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ ინძაგიმ მოგვცა საშუალება გვეთამაშა კონტრ შეტევებზე, რაც ჩვენ შესანიშნავად გამოვგდის."
    "ის რომ ინძაგიმ ბოლო ორ თამაშში 5 გოლის გატანა შეძლო, მე ძალიან მახარებს და რათქმაუნა ჩვენ ყველა ვულოცავთ ამ მიღწევას - 300 გოლი კარიერაში. პატოს ანგარიშზე ამ დროისთვის 14 გოლია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის დასრულებამდე ის 20 გატანას შეძლებს."
    როგორც იცით ბოლო დროს ხშირი იყო ანჩელოტის წასვლაზე საუბარი, მან რამოდენიმე სიტყვით ამ თემასაც შეეხო.
    "ახალი არაფერის თქმა მე ამ დროისთვის არ შემიძლია. მე ისევ ძველებურად მსიამ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1118 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

    ინძაგი თავის შემცვლელს პალოსკიში ხედავსროგორც იცით პიპომ დღეს თავისი მე-300 გოლი გაიტანა კარიერაში. გთავაზობთ მის ინტერვიუს.
    "შევეცდები, რაც შეიძლება დიდ ხანს ვითამაშო ამ ტემპით. ჩემზე იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გამიჭირდება კარიერის დასრულება."
    "დღეს მე ვიმუშავე ისე როგორც ყოველთვის. არის რაღაც რაც მე აქტიურად მეხმარება გავაგრძელო თამაში კარგ ფიზიკურ ფორმაში."
    "მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კარლო ანჩელოტის. ის ყოველთვის მაძლევს დასვენების საშუალებას, იმიტომ, რომ მე უკვე 36 წლის ვარ და არ შემიძლია ვივარჯიშო გამუდმებით."
    "ჩემს შემცვლელად მე ვხედავ ალბერტო პალოსკის (მილანის კუთვნილება, განათხოვრებული პარმაში). მასში ვხედავ ჩემს სასურველ თამაშს. იმედია, ერთხელ ისიც მოირგებს მაისურს 9 ნომრით." განაცხადა ინძა ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1080 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

     
    სიენა მილანი 1-5 (მიმოხილვა)
    დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, მილანს სიენას წინაამღდეგ თამაში არ გაადვილებია, ამ თამაშში მილანის ორმა ფეხბურთელმა ჯერ აბიატიმ და მერე კაკამ ტრამვა მიიღეს. იმედია მათი ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდება და ისინი მალე დაუბრუნდებიან მოედანს, მანამდე კი გთავაზობთ თამაშის მიმოხილვას, ვიდეო კარგი ხარისხისაა, ხოლო ვისაც მხოლოდ გოლები გაინტერესებთ, მაღალი ხარისხის ვიდეოსაც გთავაზობთ მხოლოდ გოლებით.



    ნანახია: 1093 | დაამატა: milan | თარიღი: 16.03.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz