პარასკევი, 26.04.2024, 11:44
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მარტი » 21

    როგორც მოგეხსენებათ კაკას გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერს სიტი აპირებდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ახლა კი მისი ტრანსფერით მადრიდის რეალის მომავალი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია დაინტერესებული.

    თუმცა მილანი თავისი ლიდერის ადვილად დათმობას არ აპირებს. იტალიური კლუბის ვიცე პრეზიდენტმა La Gazzetta dello Sport - თან ინტერვიუში განაცხადა: “კაკა არ იყიდება! ის მილანის ლიდერია და მისი კლუბიდან გაშვება ჩვენს ინტერესთა სფეროში არ შედის.”

    როგორც ჩანს მილანი არ აპირებს კაკას დათმობას, თუმცა კაკას ბედი უშუალოდ არის დამოკიდებული კარლო ანჩელოტიზე, როგორც ვიცით ის მადრიდის რეალის ალტერნატიულ მწვრთლად განიხილება და თუ ფლორენტინომ ის მართლაც დანიშნა რეალის მეთაურად, არაა გამორიცხული მილანიდან მას კაკაც გადმოყვეს.

    ნანახია: 1087 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    გატუზო: მზად ვარ ხელფასი შემიმცირონ ჯენარო გატუზო ტრამვის გამო კარგა ხანია ვერ თამაშობს,მაგრამ მისი საუბარი ყოველთვის საინტერესო მოსასმენია. ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა რინომ -კორიედე დელო სპორტ-თან ინტერვიუში: ” მე სრულიად ნორმალურად აღვიქვამ ჩემი ხელფასის შემცირებას. ამის შესახებ მე უკვე ვესაუბრე გალიანის, თუ კი კლუბი მთხოვს ამის თაობაზე მე ულაპარაკოდ დავთანხმდები.”
    ასევე გატუზომ ისაუბრა კლუბის შესახებ: ”ინტერის ადგილზე რომ მილანი ყოფილიყო, იგი მანჩესტერს აუცილებლად მოუგებდა.ეხლა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დავბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას თასსზე სამწუხაროდ წელს არაფერი გამოგვივიდა. ჩვენი მიზანია სამეულში დავიკავოთ ადგილი, ამისათვის აუცილებელია გავიმარჯვოთ ნეაპოლში, თუმცა დონადონის ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1048 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    ჯილი: "ჩვენ ვიყიდით დიდ ჩემპიონს" გუშინ მილანის ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა რომ, ეკონომიკური კრიზისის გამო მილანი არ გააკეთებს ხმაურიან ტრანსფერს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ძალზედ მოსაწყენი იქნება, იმიტომ რომ კლუბებს უბრალოდ სახსრები არ ექნებათ მოთამაშეების ყიდვისა განაცხადა გალიანიმ. ტურინის იუვენტუსის პრეზიდენმა ჯილიმ (იხ. სურათი) კი განაცხადა: ” მე ვფიქრობ გალიანი რეალურად აზროვნებს და მას რამდენიმე ასპექტში დავეთანხმები. მაგრამ ამასთანავე მინდა ყველას შევახსენო რომ იუვენტუსი არის ერთადერთი კლუბი რომელიც ამ გაჭირვების ჟამს აშენებს სტადიონს და ასევე ისიც თქვა რომ იუვენტუსი ეცდება გაიფორმოს ვარსკვლავური სახელის მქონე ფეხბურთელი რომელიც დაეხმარება კლუბს მომავალ სეზონში იბრძოლოს სკუდეტოსათვის. ჩვენ გვაქვს ფული, იმისათვის რომ ვიყიდ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1087 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    კაკას დაბრუნების გეგმა “Corriere dello Sport”-ის განცხადებით კაკა თავის ფორმას აპრილში დაიბრუნებს. გუნდმა და ფეხბურთელელმა გამოიმუშავეს გეგმა, რომელიც კაკას დაბრუნებას ეხება. პირველ რიგში ამ კვირას კაკა მზად იქნება ნაპოლისთან თამაშისთვის, მაგრამ იგი რონალდინიოსთან ერთად სათადარიგოზე დაჯდება. ორშაბათს კაკა რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრება სადაც პროფესორ რუნკოსთან გაივლის კონსულტაციას. 29 მარტს ეკვადორთან კაკა სათადარიგოზე იქნება, ხოლო შემდეგ კი 1 აპრილს, პერუსთან თამაშში იგი ითამაშებს. ამ დროისთვის იგი მთლიანად გამოჯამთელდება. აპრილის დასაწყიში კაკა მილანს დაუბრუნდება!

    ნანახია: 1067 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    ჯოვინკო:ჩემი საყვარელი კლუბი მილანი იყო იუვენტუსის ნახევარმცველმა სებასტიან ჯოვინკომ განაცახდა, რომ ბავშობაში მას არა იუვენტუსი არამდ მილანი მოწონდა. "მე არ ვიყავი იუვენტუსის ფანი, დაბადებიდან ჩემი უსაყვარლესი გუნდი მილანი გახლდათ. 1987-1992-დე მილანი ყველა ტურნირს იგებდა რაც თუ კი არსებობდა, ხოლო 14-წლის შემდეგ კი იუვენტუსის ქომაგობა დავიწყე" -განუცხადა 22 წლის ფეხბურთელმა Channel4-ს.

    ნანახია: 1112 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    მე ვერ ვხედავ ვერანაირ კრიზისსროგორც იცით ამ ბოლო დროს იტალიური კლუბების პრეზიდენტები და მფლობელები ხშირად გამოდიან ტელევიზუაში თუ პრესაში და მოახლოებულ კრიზისზე საუბრობენ. მიშეილ პლატინმა ამ ყველაფერს სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ იტალიაში არანაირი კრიზისი არ არსებობს.
    "რა კრიზისი? იტალიელებს ეშინიათ დაკარგონ მეოთხე კლუბი ჩემპიონთა ლიგაში, კიდევ არის 52 ქვეყანა, რომლებიც ოცნებობენ მიიღონ ორი ადგილი."
    "ასე რომ არ არის საჭირო არანაირ კრიზისზე საუბარი. ყველა ქვეყანას აქვს წარუმატებელი პერიოდი და ამაში საშიში არაფეია."
    "სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა და იუვენტუსმა, ორი წლის წინ კი ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ახლა რაღაც უბრალო მიზეზების გამო დაიწყეს კრიზისზე საუბარი. ნამდვილად ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1118 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    ნაპოლი - მილანი (ანონსი) როგორც იცით, კვირას თამაშია და გთავაზობთ ტრავმირებულთა და დისკვალიფიცცირებულთა სიას:
    ნაპოლი - ტრ.: იეცო, გარგანო, მაჯო, ვიტალე, რინაუდო. დის.: არონიკა
    მილანი - გატუზო, ბორიელო, ნესტა, კალაძე, აბიატი.

    P.S. შეგახსენებთ, რომ პირველ სამეულში ცვლილებები შეუძლებელია, რადგან ინტერი პირველზეა 66-ით, იუვე მეორეზე 59-ით, მილანი მესამეზე 54-ით, ხოლო მეოღხე ჯენოას 48 ქულა აქვს!

    ნანახია: 1054 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    კაკა არსად წავა მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კიდევ ერთხელ დააწყნარა ტიფოზები, რომ კაკა არსად წავა იგი არანაირ თანხად არ გაიყიდება. გალიანიმ ასევე ისაუბრა კარლო ანჩელოტიზე. "წავა თუ არა ანჩელოტი? ეს მისი საქმეა, ჩვენ მის გაშვებას არ ვაპირებთ და თვითონ თუ გადაწყვიტა წასვლა ეს მისი საქმეა. იტალიურ გაზეთში-ში დაიწერა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალში საპრეზიდენტო არჩევნებზე ფლორენტინო პერესი გაიმარჯვებს მაშინ კაკა რეალში 70 მლნ. ფუნტად წავა. ეს ყველაფერი სიცრუეა, კაკა არ იყიდება! ჩვენ მის გაშვებას არსად ვაპირებთ რაც შეეხება ანჩელოტის იგი მილანში იმ შემთხვევაში დარჩება თუ მილანი სამეულოში მოხვდება!" - განაცხადა გალიანიმ.

    ნანახია: 1050 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

     
    ინძაგი "300"
    როგორც იცით ინძაგიმ სიენასთან თამაშში თავისი მე-300 გოლი გაიტანა კარიერაში, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინძაგიმ თავისი პირველი გოლიც სიენას კარის ბადეში შეაგდო. გთავაზობთ ახალ ვიდეოს ინძაგი "300", ვიდეოში შესულია მისი გოლები, ის საუბრობს საუკეთესო მომენტებზე, გოლებზე, ბედნიერ წუთებზე. ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი ვიდეოა კარგი ხარისხით.

    ნანახია: 2491 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (0)

    დაბადების დღეს გილოცავ "რონალდინიო!!!"
    დღეს მილანის ბრაზილიელი ნახევარმცველის დაბადების დღეა, მას 29 წელი შეუსრულდა. რონალდო დე ასის მორეირა ცნობილი როგორც რონალდინიო, დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში. ბრაზილიელი ევროპაში 21 წლის ასაკში აღმოჩნდა, როცა გრემიოდან გადავიდა საფრანგეთის პსჟ-ში. მის გულშემატკივრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დრო იყო, როცა ის გამოდიოდა ბარსელონაში, სადაც რონალდინიო გუნდის ლიდერი გახდა და 145 თამაშში 70 გოლი გაიტანა. ამ სეზონის დასაწყისში რონალდინიო მილანში გადმოვიდა, მისი მილანთან ადაფტირება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და იმედია მომდევნო სეზონისთვის ძველ რონალდინიოს ვიხილავთ, რომელიც ყველას აჯადოვებდა თავისი თამაშით. www.mi ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 2851 | დაამატა: milan | თარიღი: 21.03.2009 | კომენტარი (2)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz