იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მილანი სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის რეალის ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავდამსხმელით, საუბარი არის კლაას იან ჰუნტელაარზე, რომელიც მადრიდში ერთი წელიც არ არის რაც გადავიდა…
იტალიის ეროვნული ნაკრები ხვალ თბილისის დროით 22.30 წუთზე გავა მოედანზე აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ და ვნახოთ აბა ლელოს შემდეგ გარდასახვას თუ როგორ შეასრულებს იტალიის ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე, ანუ მსოფლიოს მოგების სემდეგ თუ შეძლებენ კონფედერაციის თასის მოგებას. ამის განწყობა ნამდვილად არის ნაკრებში, როგორც ამას მარჩელო ლიპი ამობს:"ჩვენ მზად ვართ ყველანაირად. დიდი სურვილი და მონდომება არის კარგად თამაშის, ფანტასტიური ჯგუფი არის(იტალია, ბრაზილია, აშშ, ეგვიპტე). უნდა მოვიგოთ და შეძლებისდაგვარად ლამაზად გავაკეთოთ ეს. ჩემს ფეხბურთელებს აქვს კიდევ ბევრი შიმშილის გრძნობა. "
milannews.it - ზე ალი სისოხოს მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა: ,, მილანი დიდი გუნდია. როდესაც მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა მილანსა და ლიონს შორის, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ავირჩიე იტალიური კლუბი, თანაც ადრიანო გალიანისთან გასაუბრებამაც მიბიძგა მილანისკენ. მე როსონერისთან ერთად დიდი რეზულტატების მიღწევა მსურს და მინდა გუნდის ნდობა მოვიპოვო. რა პოზიციაზე ვითამაშებ მილანში? მე საერთოდ ვთამაშობ ორივე ფლანგზე, მაგრამ უპირატესობას მარცხენა ფლანგს ვანიჭებ. " - განაცხადა ალი სისოხომ. შეგახსენებთ, რომ მისი შეძენა ასევე მანჩესტერ იუნაიტედსა და ლიონს სურდა.
როგორც იცით მილანის აწარმოებს მოლაპარაკებას ვოლფსბურგთან, რათა ედინზ ძეკო გადმოვიდეს მილანში და გააძლიეროს გუნდი, ხოლო ალი სისოკოს შემდეგ მილანს შეუძლია გადმოიყვანოს კიდევ ერთი ფეხბურთელი ლისანდრო ლოპესი, რომელიც პორტუგალიის კლუბ ”პორტუ”- ში თამაშობს და ძალიან კარგად მისდის სეზონი, მაგრამ ედინ ძეკოს გადმოყვანა თუ ვერ მოხერხდა, მილანის შემდეგი სამიზნე იქნება ლისანდრო ლოპესი.
როგორც იცით მილანმა პორტუდან უკვე გადაიბირა სენეგალელი ფეხბურთელი ალი სისოხო, და როგორც ადრიანო გალიანიმ განაცხადა მომავალი სამიზნე ჯეკოა. ის უახლოეს დღეებში ჩავა გერმანიაში იმის გამო, რომ გამართოს მოლაპარაკების მეორე რაუნდი. გერმანელები 30 მილიონს ითხოვენ ხოლო როსონერი მხოლოდ 20 მილიონზეა თანახმა. ვოლფსბურგი მას კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში 2.3 მილიონს სთავაზობს წელიწადში. გერმანული გაზეთის sporx ცნობით კი მხარეებს შორის წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმდა. ჯეკოს ყიდვა ლეონარდოს სდომებია.