milannews.it - მა ამ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვოლფსბურგის ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ძეკო, რომლის შეძენაც აქტიურად სურდა მილანს, გერმანულ კლუბში რჩება. ”მე ვოლფსბურგში ვრჩები. ეს ჩემთვის არ არის სასიამოვნო. ჩემი სურვილი მილანში თამაში იყო, მაგრამ რას ვიზამთ, ამ კლუბთან 2011 წლამდე კონტრაქტი მაკავშირებს.” - განაცხადა ძეკომ. ასე რომ ახლა მილანს თავისი სატრანსფერო გეგმების შეცვლა მოუწევს, კერძოდ მთელი ყურადღება ახლა ალბათ არსენალის თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორზე გადავა.