ბრძოლა მილანსა და ტორინოს შორის გრძელდება. საქმე კი იმაშია, რომ იგნასიო აბატე ტორინოში თამაშობს, თუმცა მილანის საკუთრებაა. ტორინო მზადაა ფეხბურთელი გამოისყიდოს, თუმცა როგორც ჩანს მილანს ფეხბურთელის გაშვება არ სურს. თუმცა თავად ფეხბურთელს იქ სურს თამაში სადაც მუდმივად ძირითადში იქნება, ხოლო იმის გარანტია რომ მილანში ის ხშირად ითამაშებს, ძალზედ მცირეა. რადგან მილანში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. “მე იმ კლუბში გადავალ, სადაც მე მექნება გარანტირებული რომ ძირითადში ვითამაშებ.” - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა.