როგორც იცით მილანმა პორტუდან უკვე გადაიბირა სენეგალელი ფეხბურთელი ალი სისოხო, და როგორც ადრიანო გალიანიმ განაცხადა მომავალი სამიზნე ჯეკოა. ის უახლოეს დღეებში ჩავა გერმანიაში იმის გამო, რომ გამართოს მოლაპარაკების მეორე რაუნდი. გერმანელები 30 მილიონს ითხოვენ ხოლო როსონერი მხოლოდ 20 მილიონზეა თანახმა. ვოლფსბურგი მას კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში 2.3 მილიონს სთავაზობს წელიწადში. გერმანული გაზეთის sporx ცნობით კი მხარეებს შორის წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმდა. ჯეკოს ყიდვა ლეონარდოს სდომებია.
ინფორმაციის წყარო goal.com
ნანახია: 1124 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |