იტალიური "მილანი" საფრანგეთის ნაკრებისა და მარსელის "ოლიმპიკის" მეკარე სტივ მანდანდას გადაბირებას აპირებს. france football-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ჩინებულ ფორმაშია და მისი დამსახურებაცაა რომ "მარსელი" საფრანგეთის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად რომ ითვლება. ოლიმპიკელები ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფებიან და ბოლო შვიდი წლის ჩემპიონ "ლიონს" ხუთი ქულით უსწრებენ. მანდანდას "მარსელთან კონტრაქტის ვადა 2012 წელს ეწურება, მისი სავარაუდო ფასი კი 7 მილიონი გირვანქაა.
ნანახია: 1058 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |