"მილანისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა თავის გადატვირთულ კალენდარში თავისუფალი დრო გამონახა იმისთვის, რათა დიდი-ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან შეხვედრაზე მისულიყო. ფეხბურთელის ვიზიტის მიზანს შეადგენდა მისი მონაწილეობა აქციაში, რომელიც მალარიასთან ბრძოლას შეეხებოდა. დაუნინგ-სთრითზე ბექჰემი მარტო არ გამოჩენილა, მას კომპანიონობას სხვა ცნობილი ინგლისელი სპორტსმენებიც უწევდნენ. კერძოდ, ჩოგბურთელი ენდი მიურეი. -ეს მართლაც შთამბეჭდავია, გჯეროდეთ იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ავადმყოფობის სამუდამოდ შეჩერებას და ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია და ის ფეხბურთზე ნაკლები ღირს. -განაცხადა ფეხბურთელმა.
ნანახია: 1084 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |