უკვე დიდი ხანია ჭორები ადებაიორის მილანში შესაძლო გადასვლის შესახებ არ წყდება. 25 წლის ტოგოელმა თავდასხმელმა იტალიის საუკეთესო კლუბს ზუსტი მუსიკალური შედარება მოუძებნა და იგი ბიონსეს შეადარა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ჟურნალისტებს განუცხადა: " ლონდონში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა როცა მესმის რომ ჩემი გადაბირება ისეთ ლეგენდარულ კლუბს სურს როგორიც მილანია,რათქმაუნდა მსიამოვნებს და ეს იგივეა რომ ბიონსემ სიყვარული აგიხსნას. ამჟამად არ არსებობს საფუძველი გუნდის შეცვლისა, თუმცა ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე როგორ გამოვიყურები მილანის ფორმაში."
ნანახია: 1111 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |