დასრულდა სერია ა-ს 33-ე ტური. "ფიორენტინამ" ბევრისგან მოულოდნელად "რომა" 4-1 გაანადგურა და ფაქტიურად წაართვა თეორიული შანსიც კი ოთხეულში გასვლისა. "მილანმა" საკუთარ მოედანზე "პალერმოს" სამ ბურთიანი უპირატესობით 3-0 სძლია; "იუვენტუსმა" გასვლაზე "რეჯინასთან" ფრედ 2-2 ითამაშა და ძალიან საჭირო ქულები დაკარგა. "ინტერმა" კი, რომელიც ჩემპიონობასთან ახლოს არის "ნაპოლისთან" სტადიონ "სან პაოლოზე" მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1-0 დამარცხდა. შაბათი 25 აპრილი: კიევო-უდინეზე 2-1; ფიორენტინა-რომა 4-1; კვირა, 26 აპრილი: მილანი-პალერმო 3-0; ბოლონია-ჯენოა 2-0; ლაციო-ატალანტა 0-1; ლეჩე-კატანია 2-1; რეჯინა-იუვენტუსი 2-2; სამპდორია-კალიარი 3-3; ტორინო-სიენა 1-0; ნაპოლი-ინტერი 1-0; ამრიგად სერია ა-ს 33-ე ტურის ათივე მატჩში 29 გოლი გავიდა.
ნანახია: 1121 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |