თავის ახალ საიტზედააქლიქეთბრაზილიის ეროვნული ნაკრების და იტალიური "მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა რონალდო დე ასის მორეირამ, იგივე რონალდინიომ განაცხადა, რომ ის თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება სეზონის ფინალური ეტაპისთვის: "ოთხშაბათს მე მონაწილეობა მივიღე "ბუდაპეშტში" ამხანაგურ შეხვედრაში "უნგრეთის ჩემპიონატის ნაკრების" წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ 5:2 მოვიგეთ. შედეგი გუნდისთვის, იყო ძალიან პოზიტიური, მაგრამ ჩემთვის ეს იყო უფრო მეტი: მე ვითამაშე მთლიანი 90 წუთის განმავლობაში და ვითამაშე კარგად. მე შევასრულე რამოდენიმე კარგი მოძრაობა, რომლებიც მე ძალიან მომწონს. სეზონის დასრულებამდე 6 თამაშია კვლავაც დარჩენილი და ამ 90-მა წუთმა მე შემძინა რიტმი და მეტი მოტივაცია სეზონის საბოლოო ნაწილისთვის. მე მზად ვარ კვირის თამაშისთვის. მზად შემდეგი 90 წუთისთვის."
ნანახია: 1135 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |