mediagol.it-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკა ანტონინიმ ისაუბრა თავის მდგომარეობაზე მილანში: "მე დიდხანს ვთამაშობდი იტალიის გუნდებში სერია ა, ბ და ც-ში. ახლა მე ოცდაექვსი წლის ვარ და მზად ვარ ვითამაშო ისეთ ტოპ კლუბში როგორიცაა, მილანი. ამ სეზონში უკვე ოც შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ზოგჯერ კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა მე ვპროგრესირებ. ჩემთვის პაოლო მალდინი მისაბაძი პიროვნებაა და მისგასნ ბევრი უნდა ვისწავლო, რადგანაც სწორედ მის პოზიციაზე ვთამაშობ. ვისი ნახვა მსურს მილანში? კაროციერი და კიაერი. ორივე უნიჭიერესი ფეხბურთელია და მათ დიდ პატივს ვცემ."
ნანახია: 1229 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |