მილანის ფორვარდმა ფილიპო ინძაგიმ La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტებს თავისი კარგი თამაშის საიდუმლო გაუმხილა, ის ამ სეზონში მხოლოდ 10 თამაშში იყო მთავარ შემადგენლობაში და 11 გოლის გატანა შეძლო. "მე გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს. მე უკვე თითქმის 36 წლის ვარ, მაგრამ სან სიროზე თავს ათი წლით უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ. ჩვენი გულშემატკივრების მიერ მხარდასაჭერი შეძახილები ჩვენს მიმართ ფანტასტიურია და ამის წყალობით ახალგარზრდულ მუხტს ვღებულობ." "სამწუხაროდ ინტერს ჩვენ ვეღარ დავეწევით, სხვაობა ქულებს შორის რომ 3-4 ყოფილიყო ჩვენ მაშინ ვილაპარაკებდით დაწევის შანსებზე. ახლა მილანი კარგ ფორმაშია და ჩვენ უბრალოდ უნდა შევეცადოთ და მოვიგოთ დარჩენილი თამაშები." განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.
ნანახია: 1109 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |