„მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ გადაწყვიტა საჩუქარი გაუკეთოს „მილანის“ გულშემატკივრებს და იყიდოს ახალი ვარსკვლავი ნეიმარი... ნეიმარი 17 წლისაა. ის „სანტოსის“ ფორვარდია. გარდა ამისა „მილანის“ ახალგაზრდების სიაში(რომლებიც უნდა იყიდოს) არიან კაიერი და კეირისონი. „La Gazzetta Dello Sport“ (ძალიან საიმედო გაზეთი) - მა გაარკვია „მილანის“ ზაფხულის ტრანსფერები.
თავდასხმა: ალბათ, შევა დაბრუნდება ლონდონში (პირადად ჩემთვის სამწუხაროა), მის ადგილს დაიკავებს ახალი მოთამაშე - აქ არის ორი მთავარი კანდიდატურა: კეირისონი და ნეიმარი. (ალბათ დაემატება ძეკო). ამ მოთამაშეებისთვის „მილანი“ $20,000,000 ($20 მილიონი) გაიმეტებს.
დაცვა: ტიაგუ სივა - ფეხბურთელი, რომელიც დარჩება. მას დაეხმარება ბონერა და ამჟამად ტრავმირებულნი ნესტა და კალაძე. ხოლო რაც შეეხება ტრანსფერებს: აგერი, ჟოაო მირანდა და კაიერი. ასევე ანჩელოტი ცდილობს შეიძინოს ალექსი „ჩელსიდან“ ალექსის ყიდვისთვის უფრო მომზადებული „ატლეტიკოა “, რომელიც ამ ბრაზილიელში $9,000,000 ($9 მილიონი) იხდის.
ნანახია: 1201 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 4.0/1 |