ავტორიტეტულმა ამერიკულმა ფინანსურმა გაზეთმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა საფეხბურთო კლუბების შემოსავლები და სხვა საინტერესო ფინანსური მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს და ასევე უეფას ტასიც ნაადრევად დატოვა, ამ სიაში მე-6 ადგილი დაიკავა და გაასწრო ისეთ გუნდებს როგორებიც არიან: "ბარსელონა", "ჩელსი" და "იუვენტუსი". ეს გუნდები ლიგაზე ასპარეზობდნენ "მილანისგან" განსხვავებით, რაც მარტო სიტყვები არაა და ფინანსურად დიდი სარგებელი მოაქვს. როსონერის ხელმძღვანელები თანამედროვე ტენდენციებს სპორტის მარკეტინგის ძლიერ მომგებიენობის შესაძლებლობის მიხედვით საკმაოდ კარგად იყენებენ და აქედან გამომდინარე შემოსავალმა შეადგინა 330 000 000$-ი და რაც შეეხება მთლიანად კლუბის მიმდინარე ღირებულებას იგი შეადგენს 990 000 000$-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ "მილანს" დავალიანების გრაფაში 0-ი უწერია, ესეიგი ვალები არ აქვს რაც კლუბის მდგრადობაზე მიუთითებს. უფრო დაწვრილებით აღნიშნული საკითხები ფორბსის საიტზევე სეგიძლიათ იხილოთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ.