მილანის ბოლო თამაშზე ლეჩესთან, მილანის გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამოაკრეს ბანერები, ბანერებით ისინი ანჩელოტს მოუწოდებდნენ, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს ანდრეის და პატივი სცეს მის ავტორიტეტს. მატჩის დასრულების შემდეგ ანჩელოტიმ ამ ბანერებზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "დიახ მე დავინახე ბანერები, გულშემატკივრებს ისევ ისე უყვართ ის, მაგრამ იგივეს თქმა შემიძლია საკუთარ თავზეც! მე ძალიან ვაფასებ ანდრეის, დღეს მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ის კარგ ფორმაშია და ვფიქრობ ამის შემდეგ მას უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა." შეგახსენებთ, რომ შევამ სერია ა-ში 14 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უგოლოდ. მხოლოდ ორ თამაშში გავიდა მოედანზე მთავარ შემადგენლობასთან ერთად.
ნანახია: 1162 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |