როგორც უკვე გითხარით ორშაბათს იტალიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ახლანდელი ინფორმაციით დაიღუპა 207 ადამიანი, ხოლო 100 ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რათქმაუნდა ამ ფაქტს იტალიური ფეხბურთი უყურადღებოდ არ დატოვებდა და იმ დღესვე გამოვიდნენ მილანი, ინტერის ხემძღვანელობა და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ. დღეს კი მათ სხვა გუნდებიც შეუერთდნენ. კატანიის ხემძღვანელებმა დღეს განაცხადეს, რომ ისინიც დაეხმარებიან დაზარალებულებს და სამპოდორიასთან შემოსული თანხა გადაირიცხება დაზარალებულების ოჯახების დასახმარებლად. იგივე განაცხადა ნაპოლმა და ატალანტასთან მატჩში შემოსული თანხა გადაირიცხება დაზარალებულთა დასახმარებლად. ამის გარდა დახმარების ხელს დაზარალებულებს ფიორენტინაც გაუწოდებს. საქმე იმაშია, რომ ფიორენტინას მცველი ლუჩიანო ძაური დაიბადა ამ რეგიონში, სადაც მოხდა ტრაგედია. ასევე დაიღუპა ფიორენტინას ფეხბურთელიც, რომელიც ფიორენტინას ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 31 ტური წუთიერი დუმილით დაიწყება.
ნანახია: 1090 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |