კატალონიური კლუბის ბარსელონას პრეზიდენტმა ლაპორტამ კაკას მილანში დარჩენა ურჩია. "მე უფრო გახარებული ვიქნები კაკა, რომ მილანში დარჩეს. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და მისთვის ყველა კარი ღიაა, მაგრამ მე კაკას ვურჩევ, რომ ის არ წავიდეს მილანიდან, რადგან მილანი ნამდვილად დიდებული კლუბია." ასევე ლაპორტამ თავისი აზრი გაუზიარა მილანს ბარსას ყოფილ მწვრთნელზე რაიკაარდზე. "ფრენკი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მწვრთნელია. მას ბევრის მიღწევა შეუძლია ნებისმიერ კლუბში, განსაკუთრებით მილანში. გახსნილად გეუბნებით, მე ნამდვილად გული დამწყდა ჰოლანდიოლზე, როცა ჩვენ მასთან დამშვიდობება მოგვიწია." განაცხადა ლაპორტამ.
ნანახია: 1123 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |