უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "მილანის" ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ სურვილი გამოთქვა მილანში კარიერის გაგრძელებაზე. როგორც, მოგეხსენებათ შევჩენკო ლონდონის "ჩელსიდან" იჯარით არის გადმოსული იტალიურ კლუბში. მან ბოლო 2- მატჩი კარგად ჩაატარა და "როსონერის" "ტიფოზებს" იმედი გაუღვივა. "მილანში დარჩენა ნამდვილად მსურს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ-ჯერობით არაფერია. ბოლო მატჩებში სარგებლიანად გავისარჯე და ვთვლი რომ, კარგ ფორმაში ვიმყოფები. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მოვუმატებ და გულშემატკივრებს სიხარულს მოვუტან." -განაცხადა უკრაინელმა. შეგახსენებთ მან ოთხშაბათს "უემბლიზე" ჯერ ინგლისს გაუტანა, კვირას კი (მილანი-ლეჩე 2-0) საგოლე პასი გაუკეთა ფილიპო ინძაგის.
ნანახია: 1120 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |