მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა: ,, ფაბიო კანავარო მილანში არ იქნება, თუმცა მე მას ძალიან მაღალ შეფასებას დავუწერ, როგორც ფეხბურთელს. ჩვენ არ ვიყიდით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მალე კარიერას დაასრულებენ, არამედ პირიქით - ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შევიძენთ, რომლებსაც შეუძლიათ ძალზედ სწრაფად აღიმაღლონ კლასი. ახალი მეკარის შეძენას არ ვაპირებთ. ჩვენ გვყავს აბიატი, დიდა და კალაჩი. კაკასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ გვაქვს. მან სულ ახლახანს მოიშუშა ტრამვა და მალე ჩადგება ფორმაში. რონალდინიო? მისი გაშვება არგაშვება მთლიანად დამოკიდებულია მწვრთნელზე. ჩემი აზრით კი მას დადებითი სეზონი ჰქონდა."
ნანახია: 1112 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |