იტალიური მილანის ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი გამოსათხოვარ მატჩს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარებს, რომელშიც ბოლოს 2002 წელს ითამაშა. ამის შესახებ ინფორმაცია მარჩელო ლიპიმ "Gazzeta Dello Sport"-თან საუბრისას დაადასტურა. სავარაუდოდ პაოლო მალდინი იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. 40 წლის პაოლო მალდინი "სკუადრა აძურას" ღირსებას 1988-2002 წლებში იცავდა და 126 მატჩი გამართა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა. ასევე, მალდინი ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.
ნანახია: 1089 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |