იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის პოსტს 2010 წლამდე შეინრჩუნებს. როგორც "Gazzeta Dello Sport" იუწყება, კარლო ანჩელოტიმ და მილანის ვიცე-პრეზიდენტმა შეთანხმებას სპეციალურ შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც გუშინ შედგა. ანჩელოტიმაც და გალიანიმაც ერთმანეთს განუმარტეს, რომ არც ერთი მათგანი არ აწარმოებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებს. ასე, რომ კარლო ანჩელოტი 2010 წლამდე არსად არ გადავა და 2010 წლის შემდგომი შესაძლო კონტრაკტის გახანგრძლივება გუნდის მიერ სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. კარლო ანჩელოტი მილანში 2001 წლიდან მუშაობს, მანამდე კი წვრთნიდა: რეჯიანას (1995-1996 წწ), პარმას (1996-1999 წწ) და ტურინის იუვენტუსს (1999-2001 წწ).
ნანახია: 1052 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |