გუშინ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები შედგა. ინგლისში "უემბლიზე" ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში პეტერ კრაუჩმა გახსნა. 74-ე წუთზე კი ანგარიში მილანის უკრაინელმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ქულისთვის, 84-ე წუთზე ჯონ ტერიმ გამარჯვების ბურთი გაიტანა და ამ შეხვედრას წერტილი დაუსვა. ძალიან სასიხარულოა ანდრეის გოლი, ალბათ თითოეული მისი გულშემატკივრისათვის.
ნანახია: 1153 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |