როგორც იცით, მილანს სურს კამერუნელი ფეხბურთელის სამუელ ეტოოს შეძენა და ამ დავაში მანჩესტერ სიტიც ჩაერთო. ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით, მანჩესტერ სიტი მზადაა ბარსას 30 მილიონი შესთავაზოს ეტოოსთვის. ინგლისურმა გუნდმა ბარსას მისცა 48 საათი პასუხის მოსაფიქრებლათ და ამის ფონზე, იტალიურ მილანს შანსები უმცირდება კამერუნელის გადმოყვანაში, ხოლო მანჩესტერ სიტი ფავორიტია მის ტრანსფერში.
მილანის იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ოდომ, რომელიც ერთი წლის მანძილზე მიუნხენურ ბაიერნში იყო განათხოვრებული როსონერიში დაბრუნდა და წასვლას არც აპირებს. მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილანი დატოვა ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა რიკარდო კაკამ ამით მილანი არ დასუსტებულა და რომ მილანი კვლავ ძლიერია. “მე კარგად მახოვს მსოფლიო ჩემპიონატის წელი, როცა ყველა კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ნაკრები შეიკრა რომ მიზნისთვის მიეღწია. დარწმუნებული ვარ ფანები კვლავ დაგვიჭერენ მხარს, მიუხედავად რიკის წასვლისა. მე დავბრუნდი ერთ წლიანი “განათხოვრებიდან” და ვეცდები ყველაფერი გავიღო კლუბისათვის” - განა
... კითხვის გაგრძელება »