მილანის იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ოდომ, რომელიც ერთი წლის მანძილზე მიუნხენურ ბაიერნში იყო განათხოვრებული როსონერიში დაბრუნდა და წასვლას არც აპირებს. მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილანი დატოვა ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა რიკარდო კაკამ ამით მილანი არ დასუსტებულა და რომ მილანი კვლავ ძლიერია. “მე კარგად მახოვს მსოფლიო ჩემპიონატის წელი, როცა ყველა კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ნაკრები შეიკრა რომ მიზნისთვის მიეღწია. დარწმუნებული ვარ ფანები კვლავ დაგვიჭერენ მხარს, მიუხედავად რიკის წასვლისა. მე დავბრუნდი ერთ წლიანი “განათხოვრებიდან” და ვეცდები ყველაფერი გავიღო კლუბისათვის” - განაცხადა მასიმომ.
|