"მილანის" ნახევარმცველს ჯენარო გატუზოს ანტვერპენის ცნობილ კლინიკაში მუხლზე მძიმე ოპერაცია გაუკეთეს - კახა კალძის თანაგუნდელს ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი, რაც სპორტულ ტრავმატოლოგიაში ერთ-ერთი უმძიმეს ტრავმად ითვლება. ფეხბურთელს რეაბილიტაციის კურსის გასავლელად მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.
"მილანის" ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბმა "ლივერპულისგან" დანიის ნაკრების მცველი დანიელ აგერი შეიძინოს. "ამჟამად განვიხილავთ 3-4 კანდიდატურას და აგერი ერთი-ერთი მათგანია. ვიცით, რომ მას პრობლემები აქვს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით" - განაცხადა გალინიმ.
მილანის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ გააკეთა კომენტარი მის შესაძლო გადასვლაზე ჩელსიში ან ატლეტიკოში, იტყობინება La Corriere dello Sport. პირლო: "წლები, რომლებიც მილანში გავატარე, ჩემს გარშემო დადიოდა დიდი ხმები, მაგრამ მე ისევ როსონერიში ვარ. მე ეს ჭორები არ მანაღვლებს. მე მაქვს კონტრაქტი მილანთან და მინდა დავრჩე ამ კლუბში. მილანში თავს კარგად ვგრძნობ და არაფრის შეცვლა არ მინდა", - განაცხადა პირლომ.
ეს არის ცხრილი მილანის ამხანაგური თამაშებისა თუ ვის უნდა ეთამაშოს ის ამ ზაფხულს. 1. კვირა 19 ივლისი (Friendly) მილანი - ლოს ანგელეს გალაქსი 2. ოთხშაბათი 22 ივლისი (World Football Challenge) კლუბი ამერიკა - მილანი 3. პარასკევი 24 ივლისი (World Football Challenge) მილანი - ჩელსი 4. კვირა 26 ივლისი (World Football Challenge) მილანი - ინტერი 5. ოთხშაბათი 29 ივლისი (Audi Cup) მიუხენის ბაიერნი - მილანი 6. ხუთშაბათი 30 ივლისი (Audi Cup) მილანი - მანჩესტერის ან ბოკა ხუნიოსი 7. შაბათი 8 აგვისტო (Edition Eusebio Cup) ბენფიკა - მილანი 8. ხუთშაბათი 14 აგვისტო (Edition Trofeo Tim) მილანი - ინტერს ან იუვენტუსი 9. ორშაბათი 17 აგვისტო (Trofeo Luigi Berl
... კითხვის გაგრძელება »