მილანის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ გააკეთა კომენტარი მის შესაძლო გადასვლაზე ჩელსიში ან ატლეტიკოში, იტყობინება La Corriere dello Sport. პირლო: "წლები, რომლებიც მილანში გავატარე, ჩემს გარშემო დადიოდა დიდი ხმები, მაგრამ მე ისევ როსონერიში ვარ. მე ეს ჭორები არ მანაღვლებს. მე მაქვს კონტრაქტი მილანთან და მინდა დავრჩე ამ კლუბში. მილანში თავს კარგად ვგრძნობ და არაფრის შეცვლა არ მინდა", - განაცხადა პირლომ.
ნანახია: 1166 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |