სხვა და სხვა ვარიანტები გავრცელდა ანდრეა პირლოს და მარკო ბორიელოს როსონერიდან წასვლის შესახებ. მაგალითად პირლოს გადასვლა “ჩელსიში” აქტუალური თემა გახლავთ და სილვიო ბერლუსკონიმაც განაცხადა, რომ ანდრეას თუ წასვლა უნდა ხელს არ შეუშლიდნენ და ბორიელოს საკითხი კი შემდეგ ჭრილში განიხილებოდა, რომ მარკო იმ შეთავაზების ნაწილი იქნებოდა რომელსაც იტალიელები გერმანულ მხარეს ედინ ძეკოში შესთავაზებდნენ. მოკლედ ამ ორი ფეხბურთელის საქმე ასეთ ჭრილში განიხილებოდა, მაგრამ მათმა საერთო პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა Sky Sport 24-თან საუბარში, ტულიო ტინტი: “პირლოს აქვს კონტრაქტი “მილანთან” და ჩვენ პატივს ვცემთ ამ ხელშეკრულებას. ჩვენ არ ვიღებთ ბერლუსკონის სიტყვებს.”
მარკო ბორიელოს საკითხზე კი შემდეგი განაცხადა: “იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კლუბში და გუნდს არ დატოვებს.”
|