"მილანის" იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ "როსონერიში" თავს ჩინებულად გრძნობს და გუნდის დატოვებას არ აპირებს. "ვწუხვარ, რომ კარლო აჩელოტიმ "მილანი" დატოვა, თუმცა სრულიად ნორმალურია, როდესაც ერთ გუნდში 8 წელს იმუშავებ და შემდეგ ძალის სხვაგან მოსინჯვის სურვილი გიჩნდება. რაც შემეხება მე, გუნდში თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. "- განაცხადა ფეხბურთელმა. შეგახსენებთ, ანდრეა პირლო, ანჩელოტის მსგავსად 2001 წლიდან "მილანშია" და სერია ა-ში 195 ჩატარებულ მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.
ნანახია: 1191 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |