მილანის მთავარი მწვრთნელი ალბათ მადლიერია რომ მისმა კლუბმა ასეთ დაძაბულ შეხვედრაში ქულა წამოიღო ნეაპოლიდან. კარლიტომ მატჩს შემდგომ განაცხადა: "პატიოსნად გეუბნებით, ჰამსიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო. გოლი კარგი იყო და ეს იყო გვერდითი თანამსაჯის შეცდომა. ჩვენ მატჩში ვერ შევძელით ბევრჯერ შეგვექმნა სახიფათო მომენტი. მეორე ტაიმში უფრო გახსნილი თამაში წავიდა, ამან კი პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ ვცდილობდით შეგვეტია მათი სამ კაციანი დაცვისათვის, მაგრამ . . . (ნაპოლი ითამაშა 3-5-2 სათამაშო სქემით)".
ამ დღეებში ადრიანო გალიანიმ მილანის გულშემატკივდრებს გააგებინა, რომ ტიაგო სილვას გარდა გუნდი უნდა გაძლიერდეს კიდევ ერთი ცენტრალური მცველით. დღეს უკვე იტალიაში წერენ, რომ მილანი დაინტერესებულია პალერმოს ახალგაზრდა დანიელი მცველით - სიმონო კიაერით. ეს 19 წლის ფეხბურთელი ძალზედ პერსპექტიულ მცველად ითვლება – ეს კარლო ანჩელოტიმ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა პრესკონფერენციაზე. მილანის წარმომადგენლები კი უკვე აკვირდებიან ამ ახალგაზრდა, იმედის მომცემი ფეხბურთელის თამაშს.
მარჩელო ლიპიმ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 28 მარტს სტუმრად ჩერნოგორიასთან, ხოლო 1 აპრილს საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან გასამართი მატჩებისთვის, შეკრებაზე მიწვეულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომელთა შორის ორი მილანის ფეხბურთელიც მოხვდა. “სკუადრა აძურას” თავკაცმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა: მეკარეები: მარკო ამელია (პალერმო), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანქტისი (გალათასარაი). მცველები: სალვატორე ბოჩეტი (ჯენოა), ფაბიო კანავარო (რეალი), ჯორჯიო კიელინი (იუვენტუსი), ანდრეა დოსენა (ლივერპული), ალესანდრო გამბერინი (ფიორენტინა), ფაბიო გროსო (ლიონი), მარკო მოტა (რომა), ... კითხვის გაგრძელება »
ბევრი ახსნა განმარტების გარეშე გთავაზობთ გუშინდელი თამაშის ვიდეო მიმოხლვას. ვიდეო მაგარი ხარისხისაა და საკმაოდ ხანგრძლივიც (20 წუთი). ვიდეოში ასევე შესულია მატჩისშემდგომი კომენტარები.