როგორც იცით მილანის ფეხბურთელმა, ბექჰემმა ფეხი გადაიბრუნა რის გამოც მისი სიენასთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეს იყო, დღეს ბექჰემმა კომენტარი გააკეთა სადაც განაცხადა რომ მკურნალობა კარგად მიდის და სიენასთან თამაშში გუნდის დახმარებას შეძლებს. "არც თუ ისე ცუდადაა ყველაფერი, ერთ ორ დღეში ისევ შევძლებ მთავარ გუნდთან ვარჯიშს, ვფიქრობ კვირის ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება."
როგორც იცით იტალიურ პრესაში გაჩნდა ხმები, რომ მალდინიმ შეიძლება კიდევ ერთი სეზონი ჩაატაროს მილანის მაისურით. მალდინიმ უარი განაცხადა თამაშის გაგრძელებაზე და განაცხადა, რომ ამჯერად არ გადაუხვევს და ნამდვილად წავა ფეხბურთიდან. "გადავიფიქრებ თუ არა? არა. მე მივიღე გადაწყვეტილება და უკვე ნამდვილად არ გადავუხვევ," ასევე მან ტრამვევზე და ბექჰემზეც ისაუბრა. "ტრამვები გამუდმებით გვიშლის ხელს ჩვენი თამაშის ჩვენებისთვის, ამის გამო სეზონი ძალზედ გაძნელდა. ყოველ წამს ვიღაც ტრამვირებულია. აი ბოლოს ბექჰემის ტრამვაა. იმედია ის მალე გამოჯამრთელდება" "ბექჰემი ადვილად ჩაეწერა გუნდში, ახალ კოლექტივთან ადაფტირება არ არის ადვილი. მე მხიბლავს მისი მებრძოლი სული."