ამ დღეებში ადრიანო გალიანიმ მილანის გულშემატკივდრებს გააგებინა, რომ ტიაგო სილვას გარდა გუნდი უნდა გაძლიერდეს კიდევ ერთი ცენტრალური მცველით. დღეს უკვე იტალიაში წერენ, რომ მილანი დაინტერესებულია პალერმოს ახალგაზრდა დანიელი მცველით - სიმონო კიაერით. ეს 19 წლის ფეხბურთელი ძალზედ პერსპექტიულ მცველად ითვლება – ეს კარლო ანჩელოტიმ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა პრესკონფერენციაზე. მილანის წარმომადგენლები კი უკვე აკვირდებიან ამ ახალგაზრდა, იმედის მომცემი ფეხბურთელის თამაშს.
ნანახია: 1164 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |