მთავარი » 2009»ივლისი»2 » კასტანინი ამაურისა და ტრეზეგეს ტრანსფერს უარყოფს
კასტანინი ამაურისა და ტრეზეგეს ტრანსფერს უარყოფს
15:37
ტურინის "იუვენტუსის" წარმომადგენელმა,რენცო კასტანინიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ,თითქოს და ბიანკონერები "მილანთან" ორი ფეხბურთელის,ტრეზეგესა და ამაურის ტრანსფერის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. არაერთი იტალიური გამოცემა იტყობინებოდა,რომ გუშინ,პემონტში,"პრიჩილის" სასტუმროში "როსონერისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შორის ზემოთხსენებული ფეხბურთელების ტრანსფერის დეტალები უნდა განხილულიყო.რენცო კასტანინიმ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ არანაირი ამდაგვარი შეხვედრა არ შემდგარა. "ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია.ასეთი შეხვედრა არც იყო და არც იქნება.ამაურით და ტრეზეგეთი "მილანი" ინტერესდება?მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი". აცხადებს კასტანინი.
წყარო: "juventus.ru"
ნანახია: 1221 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |