როგორც იცით გუშინ შედგა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები. მილანის ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს თავიანთ ნაკრებში და იანკულოვსკის გუნდის გარდა ყველამ მიაღწია წარმატებას და გაიმარჯვა. იანკულოვსკიმ და სენდეროსმა გუშინ 90 წუთი ითამაშეს, ხოლო ბექჰემმა მოედანზე მეორე ნახევდიდან შემოვიდა და ბობი მურას რეკორდიც მოხსნა, ახლა ბექჰემის სახელზე 109 ჩატარებული თამაშია ნაკრებში, ამიერიდან ფეხბურთელს პიტერ შილტონის რეკორდის მოხსნა ექნება მიზნად, მის სახელზე 125 ჩატარებული თამაშია. ბექჰემმაც თამაში შესანიშნავად ჩაატარა და რუნის ასისტენტობაც გაუწია. პირლომ კი თავის გუნდს თერთმეტმეტრიანი გატანილი გოლით დაეხმარა და იტალიის ნაკრებმა თითქმის გაინაღდა საგზური მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ასე რომ გუშინ მილანის ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, ვნახოთ დღეს რას გააკეთებენ ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული მილანელები.
ნანახია: 1110 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 4.0/1 |