Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოცემის მიხედვით მილანი მზადაა დაუპირისპირდეს ესპანურ გიგანტებს:მადრიდის რეალსა და ბარსელონას ორი ბრაზილიელის ყიდვასთან დაკავშირებით.ესენი არიან კეირისონი და ნეიმარი.რეალი როცა სანტოსის 17 წლის ნეიმარის ყიდვას ცდილობდა,ბარსელონა იმედოვნებდა,რომ პალმეირასის 20 წლის კეირისონს შეიძენდა,მაგრამ მოედანზე ახალი მსურველიც გამოჩნდა მილანის სახით. როგორც ყოველთვის,მილანი კვლავ ჩუმ დაკვირვებებს აწარმოებს ფეხბურთელებზე და ამის მთავარი ორგანიზატორი მილანის ტექნიკური დირექტორი ბრაზილიელი ლეონარდოა.სწორედ ამ ადამიანმა გაჩარხა ალექსანდერ პატოს გადმოსვლა ინტერნასიონალიდან. კეირისონის აგენტმა განაცხადა,რომ ფეხბურთელი სიამოვნებით დარჩება 2010 წლამდე პალმეირასში,მაგრამ თუკი იქნება დიდი კლუბებისგან შემოთავაზება ამას არ უარყოფს. ასევე განაცხადა ნეიმარის აგენტმაც ვაგნერ რიბეირომ,რომელმაც კაკას ტრანსფერი გაჩარხა 2003 წელს. მაგრამ თანხა რომელიც საჭიროა ამ ტრანსფერებისთვის €30 მილიონი სავარაუდოდ არ იქნება გამოყოფილი,რადგანაც ადრიანო გალიანიმ უკვე განაცხადა,რომ გუნდი მაქსიმალურად შეამცირებს საზაფხულო ტრანსფერების დანახარჯს ეკონომიკური კრიზისის გამო.
|