გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი შეხვდნენ ერთმანეთს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "რეალში" გადასვლა შესთავაზა, გამოეხმაურა ადრიანო გალიანი და განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ანჩელოტი "მილანში" დარჩება. "მილანის" ვიცე პრეზიდენტის თქმით თითქმის გადაწყვეტილია, რომ ანჩელოტი კლუბს არ დატოვებს. "მე ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი ახლო მეგობარია და არამგონია მას ჩემს გარეშე რამე ფარული გარიგება ქონდეს. ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება, დაამთავრა გალიანიმ". შეგახსენებთ, რომ ანჩელოტს "მილანთან" კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება.
|