როგორც იცით ამ სეზონის ყველაზე ხმაურიანი ტრამსფერი როსონერის იყო ბარსადან რონალდინიოს გადმოყვანა. როგორც იტყობინება “Virgilio Sport” კლუბს პრეტენზიები აქვს ფეხბურთელთან. ფეხბურთელმა როგორც იცით თებერვალიდან მარტამდე ძალიან ბევრი თამაში გამოტოვა და ამის მიზეზად ტრამვას ასახელებდნენ. მოცემული წყარო იუწყება, რომ რონალდინიო თამაშებში მონაწილეობას ვერ ღებულობდა არა იმიტომ რომ ტრამვირებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ის დასაჯა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვარჯიშებზე უყურადღებობის და სიზარმაცის გამო. შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ანჩელოტმა კომენტარი გააკეთა რონალდინიოზე და განაცხადა - "ჩემპიონი ბოლომდე ჩემპიონად უნდა დარჩეს, მხოლოდ ტალანტი საკმარისი არაა." ასევე შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის აგენტი და ძმა იყო შემჩნეული მილანში, სადაც მან მორიგი შეხვედრა გამართა მილანის ხემძღვანელებთან, შემდეგ კი გაუშოსთან. ასე, რომ მილანი რონალდინიოს ულტიმატუმს უყენებს - ან საქმეს ყურადღებით მოეკიდება და შეეშვება ვარჯიშებზე ზარმაცობას ან ამ ზაფხულს გაიყიდება!
ნანახია: 1100 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |