Corierre dello Sport–თან ინტერვიუში ანჩელოტი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებსაც შეეხო: "პატო მილანში მოსვლის დღიდანვე ამტკიცებს, რომ ირგვლივ ბევრს სჯობია. მათ შორისაა ბალოტელიც. იგი არა თუ გაუთანაბრდება, არამედ ახლოსაც ვერ მივა პატოსთან". ამასთან მილანის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მილანს ჰყავს იმედის მომცემი ახალგაზრდობა, რომლებიც ერთ დღეს მილანს დაეხმარებიან დიდი გამარჯვებების მოპოვებაში. ანჩელოტის განცხადება (ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ, უსაფუძვლო ნამდვილად არაა. მილანს ჰყავს განათხოვრებული ისეთი ახალგაზრდები როგორებიც არიან: პალოსკი, დი ჯენარო, აბატე და სხვები. მათ რიცხვს შეიძლება მილანელებიც მიემატნონ –მატიონი, სილვა, ვიუდესი, კარდაჩო, დარმიანი და სხვები.
ნანახია: 1122 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |