მილანი განაგრძობს ფრანგების დაკვირვებას. როგორც Milannews.it იუწყება, როსონერი დაინტერესებულია პსჟ-ს ფორვარდით, გილიომ ოაროთი. ეს თავდამსხმელი ნამდვილად კარგ ფორმაშია. მან ამ სეზონში 28 მატჩში უკვე 15 გოლის გატანა შეძლო, ასევე მიიღო მოწვევა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ მილანი ეძებს "გაბარიტულ" ფორვარდს, რათა შეუწყვილდეს პატოს. ფრანგის უპირატესობა სხვა ვარსკვლავურ თავდამსხმელებთან შედარებით ის არის, რომ იგი ახალგაზრდაა და შედარებით ნაკლებიც ეღირება.
ნანახია: 1116 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |