როგორც tuttosporti იუწყება წინა კვირაში ჯენოვაში რესტორან Floortwo Grill–ში ერთად იასუზმეს ანჩელოტიმ და პერესმა, გაზეთი აქვე ამბობს, რომ პერესმა შესთავაზა რეალის თავკაცობა მილანის ახლანდელ მწვრთნელს მომოვალ სამ სეზონში (15 მილიონი ევრო თითო სეზონში.). როგორც ამბობენ, პერესს 300 მილიონი აქვს მომზადებული ტრანსფერებისთვის და ვარსკვლავების სიაც შედგენილი აქვს (კ.რონალდო, ჟერარდი, ბენზემა და კაკა ჰყავს სამიზნეში), მათ მწვრთნელად კი კარლო უნდა. ის ფიქრობს, რომ მისი თავკაცობით რეალი შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას და სჯერა, რომ თუ კარლო წავა რეალში, კაკაც გაყვება. P.S ჯერ პრეზიდენტის არჩევნები მოიგოს და მერე ილაპარაკოს სჯობია და ამ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც დამაინტერესა.
ნანახია: 1162 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |