როგორც იცით მილანის ვიცე პრეზიდენტს ადრიანო გალიანს ნაპოლის 50-მდე გულშემატკივარი დაესხა თავს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტინი ბოდიშს უხდის გალიანს მისი კლუბის გულშემატკივრების სახელით. "ეს იყო უკულტურო საქციელი, რაზეც მე ძალიან ვწუხვარ. მე პატიება მოვითხოვე ბატონი გალიანისაგან, ეს არ უნდა აისახოს ნაპოლზე, ვიღაც 50 ადამიანის გამო." თვითონ გალიანიმ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ყველაზე საშინელი 15 წუთი ჩემს ცხოვრებაში, მანქანის მინა რომ გამტყდარიყო, უბედურებას ვერ ავიცილებდით, მაგრამ არ ღირს ცუთ საგნებზე ყურადღების გამახვილება. მე უკვე დავივიწყე ეს ყველაფერი."
ნანახია: 1134 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |