როგორც მოგეხსენებათ კაკას გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერს სიტი აპირებდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ახლა კი მისი ტრანსფერით მადრიდის რეალის მომავალი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია დაინტერესებული.
თუმცა მილანი თავისი ლიდერის ადვილად დათმობას არ აპირებს. იტალიური კლუბის ვიცე პრეზიდენტმა La Gazzetta dello Sport - თან ინტერვიუში განაცხადა: “კაკა არ იყიდება! ის მილანის ლიდერია და მისი კლუბიდან გაშვება ჩვენს ინტერესთა სფეროში არ შედის.”
როგორც ჩანს მილანი არ აპირებს კაკას დათმობას, თუმცა კაკას ბედი უშუალოდ არის დამოკიდებული კარლო ანჩელოტიზე, როგორც ვიცით ის მადრიდის რეალის ალტერნატიულ მწვრთლად განიხილება და თუ ფლორენტინომ ის მართლაც დანიშნა რეალის მეთაურად, არაა გამორიცხული მილანიდან მას კაკაც გადმოყვეს.
|