როგორც იცით ამ ბოლო დროს იტალიური კლუბების პრეზიდენტები და მფლობელები ხშირად გამოდიან ტელევიზუაში თუ პრესაში და მოახლოებულ კრიზისზე საუბრობენ. მიშეილ პლატინმა ამ ყველაფერს სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ იტალიაში არანაირი კრიზისი არ არსებობს. "რა კრიზისი? იტალიელებს ეშინიათ დაკარგონ მეოთხე კლუბი ჩემპიონთა ლიგაში, კიდევ არის 52 ქვეყანა, რომლებიც ოცნებობენ მიიღონ ორი ადგილი." "ასე რომ არ არის საჭირო არანაირ კრიზისზე საუბარი. ყველა ქვეყანას აქვს წარუმატებელი პერიოდი და ამაში საშიში არაფეია." "სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა და იუვენტუსმა, ორი წლის წინ კი ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ახლა რაღაც უბრალო მიზეზების გამო დაიწყეს კრიზისზე საუბარი. ნამდვილად სასაცილოა! მე ვერ ვხედავ ვერანაირ კრიზისს."
ნანახია: 1158 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |