მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კიდევ ერთხელ დააწყნარა ტიფოზები, რომ კაკა არსად წავა იგი არანაირ თანხად არ გაიყიდება. გალიანიმ ასევე ისაუბრა კარლო ანჩელოტიზე. "წავა თუ არა ანჩელოტი? ეს მისი საქმეა, ჩვენ მის გაშვებას არ ვაპირებთ და თვითონ თუ გადაწყვიტა წასვლა ეს მისი საქმეა. იტალიურ გაზეთში-ში დაიწერა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალში საპრეზიდენტო არჩევნებზე ფლორენტინო პერესი გაიმარჯვებს მაშინ კაკა რეალში 70 მლნ. ფუნტად წავა. ეს ყველაფერი სიცრუეა, კაკა არ იყიდება! ჩვენ მის გაშვებას არსად ვაპირებთ რაც შეეხება ანჩელოტის იგი მილანში იმ შემთხვევაში დარჩება თუ მილანი სამეულოში მოხვდება!" - განაცხადა გალიანიმ.
ნანახია: 1091 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |