მილანის ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერები არ იქნება და მილანი სატრანსფერო ფანჯარას მშვიდად დახურავს. "ჩვენ მშვიდად ვაპირებთ საზაფხულო ფანჯრის დახურვას, შეთავაზებები იქნება, მაგრამ დიდი ფულის დახარჯვის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ ახალი მეკარის ყიდვას. დიდამ და კალაჩმა ჩვენ მოგვაპოვებინა ჩემპიონთა ლიგის და საკლუბო თასი, ასე რომ ჯერ დაველოდებით აბიატის დაბრუნებას, ეს ორი იქნება კარის დაცვაში." განაცხადა გალიანიმ.
ნანახია: 1045 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |