"პარის სენტ ჯერმენის" 19 წლის მცველით, მამადუ სახოთი დაინტერესდა "მილანი". ეს ნიჭიერი მცველი რა თქმა უნდა მხედველობიდან არც "არსენალის" თავკაცს, არსენ ვენგერს გამორჩენია. ვენგერი მისი თამაშით მოხიბლულია და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება. "არსენალს" სერიოზული კონკურენტი გამოიჩნდა მილანის სახით. არიედო ბრაიდამ განაცხადა, რომ მამადუს შესაძლებლობებში სრულად არის დარწმუნებული და მას მარსელ დესაისაც კი ადარებს. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში, მილანი ახალგაზრდა მცველების შეძენას მართლაც შეეცდება, რადგან ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე გამოცდილი მოთამაშეების შეძენა ძნელია.
ნანახია: 1095 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |