მილანის თავდამსხემლმა მარკო ბორიელომ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. როგორც იცით კვირას მილანი ესტუმრება ნეაპოლს და ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება. მატჩი საკმაოდ საუნტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. მარკოს ახლა ტრავმა აქვს და ის ვერ მიიღებს ამ მატჩში მონაწილეობას, ის ამით საკმაოდ წუხს, რადგან დაბადებულია ამ ქალაქში (ნაპოლი). ამ მატჩს დამატებითი ინტრიგაც უძღვის, რადგან როგორც იცით მილანის ყოფილი ფეხბურთელები წვრთნიან ამ კლუბებს. მილანს ანჩელოტი, ხოლო ნაპოლის კი დონადონი. მარკო ბორიელომ განაცხადა: "ვწუხვარ რომ ვერ მივიღებ ამ მატჩში მონაწილეობას. შარშან როცა ჯენოაში ვთამაშობდი "სან პაოლოს" სტადიონზე ფანები არ იყო, რადგან ნაპოლის სტადიონს მაშინ ბანი ჰქონდა. ახლა კი ტრავმის გამო ვერ მივიღებ მონაწილეობას. მე დიდ პატივს ვცემ ნაპოლის და მის ფანებს, მაგრამ მილანის მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ნაპოლის ფანებმა უნდა მაპატიონს, რადგან მე ვირჩევ მილანს". რაც შეეხება ნეაპოლური კლუბის ახალ მწვრთნელს, მარკომ მასზე განაცხადა: "ვფიქრობ ის არის პროფესიონალი და ის გაუმკლავდება ამ დავალებას. ნაპოლის გაძროლა ძნელი საქმეა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ".
ნანახია: 1087 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |